კიევში მაიდნის წლისთავისთვის ემზადებიან
კიევში მაიდნის წლისთავისთვის ემზადებიან. გასული წლის 20 თებერვალი ევრომაიდნის აქციის ყველაზე სისხლიანი დღე იყო. ამ მოვლენის აღნიშვნა კიევში დღეს საღამოდან დაიწყება. 6 საათზე ხრეშატნიკზე ჰაერში 100 მანათობელ ბურთს გაუშვებენ. მთავარი ღონისძიებები ხვალ დამოუკიდებლობის მოედანზე გაიმართება.
ღონისძიებაზე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სიტყვით გამოვა. ერთი წლის წინ დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ.
მოხდება დოკუმენტური ფოტოების გამოფენა. მაიდნის წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება კიევში ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
გასულ წელს უკრაინის დედაქალაქში ანტისამთავრობო აქციის დარბევას 100 დემონსტრანტისა და 20 პოლიციელის სიცოცხლერ ემსხვერპლა.
აღნიშნულ ღონისძიებას, სავარაუდოდ, საქართველოს პრეზიდენტი დაესწრება.
ავტორი: ნიუპრესი