|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საბერძნეთში რამდენიმე ბანკი დღეს მხოლოდ პენსიონერებს მოემსახურება

საბერძნეთში რამდენიმე ბანკმა დღეს დილით დროებით მუშაობა განაახლა, თუმცა, მხოლოდ იმ პენსიონერებისთვის, რომლებსაც საკრედიტო ბარათები არ აქვთ და პენსიებს ხელზე იღებენ. 
"ბიბისის" ცნობით, პენსიონერები დილიდან ათენში რამდენიმე ბანკის რიგში დგანან. იყო მცირე შეხლა-შემოხლა, თუმცა, სერიოზული ინციდენტი არ ყოფილა.
საბერძნეთში ბანკების დახურვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გასულ კვირას მოსახლეობამ შექმნილი პანიკის გამო ბანკებიდან დიდი რაოდენობით თანხა გაიტანა. დაწესდა შეზღუდვები ბანკომატებიდან თანხის გატანაზეც. კერძოდ, ლიმიტი 60 ევროს ოდენობით. საბერძნეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს 1,6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი დროულად ვერ გადაუხადა. არსებობს საშიშროება იმისა, რომ ქვეყანაში დეფოლტი გამოცხადდეს და საბერძნეთმა ევროზონა დატოვოს.
ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა