ქუთაისელებმა ბათუმიდან 5 ოქროს მედალი წამოიღეს
ბათუმში გამართული სპორტული ცეკვების საერთაშორისო ტურნირზე ქუთაისელმა მონაწილეებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვეს.ევროპულ და ლათინო-ამერიკული ცეკვებში შეჯიბრება ყველა ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართა. უფროსი ასაკის სოლო შემსრულებლებს შორის წარმატება მოიპოვა ქუთაისელმა ბარბარე სვანაძემ. ხოლო პატარებში -გვანცა ჯანელიძემ და მარი ბრეგაძემ. წყვილს შორის უფროსი ასაკის კატეგორიაში ოქროს მედლები მოიპოვეს - ინა უგლავა და გიორგი მუშკუდიანი, პატარებს შორის კი -ლუკა შალამბერიძე და ანი გულოიანი. საერთაშორისო ტურნირში მსოფლიოს 16 ქვეყნის 1200-მდე უძლიერესმა მოცეკვავემ მიიღო მონაწილეობა.
გამარჯვებულები სტუდია "ელიტას" მოცეკვავეები არიან. სტუდიას ანა და ხათუნა ბუხაიძეები ხელმძღვანელობენ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი