|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩემს წინააღმდეგ აგორებული კამპანია "ვირთხების რბოლას" გავს"

7 ივლისს, "რუსთავი2"-ის გადაცემა „არჩევანში“ ათენის ქართველ ემიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის, ავთანდილ გიუნაშვილის განცხადებას ათენში მცხოვრები ზოგიერთი ქართველისაგან  მწვავე რეაქცია მოჰყვა. მათი თქმით,  გიუნაშვილს არა აქვს ასეთი განცხადებების გაკეთების უფლება. კრიტიკას გამოეხმაურა ავთანდილი. მისი თქმით, ეს განცხადებებიმის წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილია.

"საბერძნეთის ქართული ემიგრაციის ამ ნაწილის რეაქცია, რომელიც, როგორც თქვენ აღნიშნავთ, ჩემს მიერ 7 ივლისს, რუსთავი2-ის გადაცემა „არჩევანში“ გაკეთებულ განცხადებებს მოყვა, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ უამრავი რიგითი ემიგრანტისათვის უბრალოდ, არასერიოზულია. ზოგადად ეს ჯგუფი და მათი საზოგადოებისთვის ცნობილი თუ  უცნობი ხელმძღვანელები ასეთი არათანმიმდევრული და ცილისმწამებლური მოქმედებებითა და განცხადებებით ჩემთვის ცნობილები არიან. მათი დეზინფორმაციული განცხადებები ჩემს პოლიტიკურ პარტიისადმი მიკუთვნების შესახებ არავითარ ფაქტობრივ მასალას არ ეფუძნება და გამოგონილია მათი ერთ -ერთი  ხელმძღვანელის და პოლიტიკური  აჟიტირებული პირის მხრიდან",- აცხადებს ავთანდილ გიუნაშვილი. მისი თქმით, ის არ განეკუთვნება რომელიმე პოლიტიკურ ძალას.

  "რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი  ვერც ვიქნებოდი ვინაიდან 2004 -2009 წწ -ში საქართველოში ცხოვრების პერიოდში ვსწავლობდი თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, ფსიქოლოგიის და რელიაგიათმცოდნეობის ფაკულტეტზე. ჩემი ალმა-მატერის განაწესი კი სტუდენტს უკრძალავდა პოლიტიკური პარტიის წევრობას.  ასეთი ფაქტის შემთხვევაში მე, უბრალოდ, გავირიცხებოდი სასწავლებლიდან. რეალური ფაქტები კი მეტყველებენ ჩემს დეზინფორმატორთა საწინააღმდეგოდ 2009 წელს საბაკალავრო ხარისხის წარჩინებით დასრულების შემდგომ უგამოცდოდ ჩავირიცხე სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად, ხოლო 2010 წლიდან საქართველოს ეკლესიის უმაღლესი იერარქის რეკომენდაციით საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომანიჭა სასწავლო სტიპენდია ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლებლად. ათენში ჩემი 2010 წლის ნოემბრიდან ყოფნისას ასევე არ გავწევრიანებულვარ არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში. ამის არც ერთი რეალობასთან ახლოს მყოფი ფაქტი არ არსებობს. ამას ცხადყოფს ასევე მთელი ამ ხნის მანძილზე ის ფაქტიც რომ წინასაარჩევნოდ არც ერთ  პოლიტიკურ მიტინგსა თუ შეხვედრაზე მონაწილეობაც არ მიმიღია,  არათუ რაიმე საორგანიზაციო პოზიცია დამეკავებინა. ფაქტია, რომ ჩემს სახელსა და გვარს ვერ შეხვდებით საბერძნეთის ტერიტორიაზე შექმნილ ვერც ერთ საარჩევნო უბნის კომისიაში, არათუ რომელიმე პოლიტიკური პარტიიდან, არამედ რიგითი წევრის სტატუსითაც კი, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ხალხზე რომელიც მე პოლიტიკური პარტიისადმი მიკერძოებას მივრცელებს, ეს ადვილი გადასამოწმებელია.  რაც შეეხება გრანტების საკითხს და ჩემს მიერ საქართველოს სახელმწიფოდან მიღებულ შემოსავლებს, აქაც სრული ბოდვაა დეზინფორმატორების მხრიდან ვინაიდან მე ან ჩემს ორგანიზაციას არასოდეს არ მიგვიღია არანაირი ფინანსური სუფსიდია. მათი მხრიდან აგორებული ეს ზნედაცემული და ცილისწამებლური კამპანია კი ძალიან გავს "ვირთხების ბრბოლას" საზოგადოებაში თავის დასამკვიდრებლად, რაზეც ემიგრაციის დიდმა ნაწილმა უკვე გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება ",- განაცხადა ათენის ქართველ ემიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა, ავთანდილ გიუნაშვილმა. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი