ქუთაისში, შემოდგომაზე "DRIFT შოუ” იგეგმება (ვიდეო)
ქუთაისში, შემოდგომაზე წყვილთა რბოლა იგეგმება, რომელიც “DRIFT შოუ”-თი დასრულდება. ამასთან დაკავშირებით "ნიუპრესი" ღონისძიების ორგანიზატორს, გაგა ბაზაძეს ესაუბრა. წყვილთა რბოლა შემოდგომისთვის არის დაგეგმილი. თუმცა პრობლემას სავარჯიშო ადგილი ქმნის, რომელიც ქუთაისში ამ დრომდე არ არის გამოყოფილი,როგორც
თუნდაც ბათუმში არის.
"სავარჯიშო ადგილი ქუთაისში არ არსებობს. მერიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ადგილის გამოყოფაზე. თუმცა, ჯერჯერობით არ ვიცით, რამდენად არის შესაძლებელი. მრბოლელებს სავარჯიშოდ ადგილი ბათუმსა და რუსთავში აქვთ. თუმცა ჩვენთვის, ქუთაისელი ავტომოყვარულთათვის, იქ ვარჯიში შეუძლებელია",-აღნიშნა გაგა ბაზაძემ.
არსებული პრობლემის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ მერიაში.როგორც თვითმმართველობაში
აცხადებენ,მათთვის ადგილის გამოყოფის თხოვნით,ამ დრომდე არავის მიუმართავს.
ავტო სპორტის განვითარებას ქუთაისში "BMW" კლუბი ცდილობს, რომელიც 2012 წელს შეიქმნა. პირველი მასშტაბული რბოლა 2015 წლის 3 მაისს მოაწყვეს, რაც ქუთაისში მცხოვრებთათვის ძალზედ საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი