|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიკა რურუა - კულტურის სამინისტროში სურთ ბაგრატის რესტავრაცია "გააშაონ"

კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა კულტურის სამინისტროს მიერ დღეს გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ბაგრატის ტაძარი  მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან ამოღებულია.

"უხარიათ რომ შესაძლოა ამოიღონ. არადა, ამოღება თუ უნდოდათ, დღეს შეეძლოთ უპრობლემოთ. ახლა ქვეყანამ უნდა იმუშაოს რომ ეს საკითხი მოიხსნას, მაგრამ ამათ იმდენად სურთ რომ ეს რესტავრაცია "გააშაონ", არ გამიკვირდება, რომ თვითონ მოითხოვონ ნუსხიდან ბაგრატის ამოღება," – წერს ნიკა რურუა facebook-ის საკუთარ გვერდზე.
კულტურის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სამარცხვინო და უსინდისო ტყუილია. "სამწუხაროდ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს კულტურის სამინისტრო. იუნესკომ ბაგრატი, გელათი და მცხეთა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში დატოვა საკუთარი, 37-ე სესიის გადაწყვეტილებით. ანუ, მთელი პოლიტ-ჟრიამული ბაგრატის რესტავრაციის გარშემო საბოლოოდ დაიშალა ქვიშის სახლივით. გილოცავთ, ვისაც გიხარიათ!," – წერს რურუა.

აღნიშნული მასალა ეკუთვნის newpress.ge-ის რუბრიკა – FaceBox; რუბრიკაში ხვდება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მასალები და ის არ გამოხატავს საინფორმაციო სააგენტო newpress.ge-ს ოფიციალურ პოზიციას.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა