10 აუცილებელი ნაბიჯი ქუთაისის მერს – რა უნდა გაიღოს "პატრიოტებისთვის"?
ქუთაისის მერს, დიმიტრი კოპალიანსა და "საქართველოს პატრიოთა ალიანსის" იმერეთის წარმომადგენლებს შორის არსებული დაპირისპირების ფონზე, ქალაქის ახლადარჩეულ მერს 10 აუცილებელი ნაბიჯის გადადგმის რეკომენდაციას აძლევენ.
1. თანამდებობებზე უპირობოდ დანიშნოს გოჩა თევდორაძის მიწოდებული კადრები.
2. მოაგვაროს პარკირების პრობლემა, რაც „პატრიოტთა ალიანსის“ ხედვით ნიშნავს პარკირების ადგილების აუქციონის გარეშე შპს „პარკინგ ჰოლდინგისათვის“ გადაცემას.
3. სასწრაფოდ შემცირდეს მიწის ფასი და მიწები აუქციონების გარეშე გადაეცეს გოჩა თევდორაძის მიერ მითითებულ პიროვნებებს.
4. სამარშუტო ხაზებზე (განსაკუთრებით #100 და იმ ხაზებზე, რომლებსაც ფლობენ შპს „სამგზავრო 2007“ და შპს „სითი ლაინი“) გაიზარდოს მიკროავტობუსების რაოდენობა და მგზავრობის ტარიფი. ასევე უპირობოდ გაიხსნას გოჩა თევდორაძის შეხედულებისამებრ ექსპერიმენტალური ხაზები.
5. სასწრაფოდ დაბრუნდნენ თანამდებობეზე ძველი ბაღის გამგეები და მათი კურატორობა დაევალოს მარინა ცირეკიძეს.
6. გაიცეს ყველა სამშენებლო ნებართვა, რომელსაც გოჩა თევდორაძესთან შეთანხმებით შეუტანენ ქალაქის მერს.
7. სამსახურებში დატოვოს „პატრიოტთა ალიანსის“ ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები და ამადროულად არავინ გააკონტროლოს მათი სამსახურში სიარული.
8. უპირობოდ მოაწეროს ხელი გოჩა თევდორაძის მითითებით მიწოდებულ კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებული სამუშაოების ჩაბარების დოკუმენტაციას და გადარიცხვებს.
9. თვალი დახუჭოს შპს „იბერიის ვარსკვლავის“ მიმდინარე სავაჭრო ცენტრის მშენებლობაზე არსებულ დარღვევებზე და უპირობოდ მიიღოს ექსპლოატაციაში.
10. არ შეაჩეროს ნინოშვილის ბაღში ექვსსართულიანი სახლის მშენებლობა და თვალი დახუჭოს , რომ იმ უბნის მაცხოვრებლები დაკარგავენ ნორმალური დასვენების საშუალებას.
აღნიშნული მასალა ეკუთვნის newpress.ge-ის რუბრიკა – FaceBox; რუბრიკაში ხვდება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მასალები და ის არ გამოხატავს საინფორმაციო სააგენტო newpress.ge-ს ოფიციალურ პოზიციას.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა