|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სააკაშვილი - ხელიდან გავუშვით ისტორიული შანსი, დააბრუნეთ უნივერსიტეტი!

საქართველოს პრეზიდენტი ბათუმის ტექონოლოგიურ უნივერსიტეტის მშენებლობის შეჩერებისა და ღამის საათებში გაუნათებელი შენობის გამო facebook-ის საკუთარ ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს: "დააბრუნეთ და ჩართეთ უნივერსიტეტი," –  ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სააკაშვილის განცხადებით, ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის საბოლოო დასრულება გათვალისწინებული იყო 2013 წლის გაზაფხულზე და პირველი სტუდენტები მას წელს სექტემბერში უნდა მიეღო. "ეს იქნებოდა პირველი სრულფასოვანი ამერიკული უნივერსიტეტი აღმოსავლეთ ევროპაში და პოსტსაბჭოთა სივრცეზე. სამწუხაროდ, უნივერსიტეტის მშენებლობა შეჩერდა, ხოლო ამერიკის მთავრობის დაფინანსება, ქართული მხარის ინიციატივით, სხვა პროექტებზე გადამისამართდა, მთავრობამ კი განაცხადა, რომ ამ შენობაში საერთოდ არ განთავსდება უნივერსიტეტი.
ამ ეტაპზე ჩვენ ხელიდან გავუშვით ისტორიული შანსი საქართველოში მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტის განათლების და ტექნოლოგიების ცენტრის შექმნის და არა მგონია, ეს მხოლოდ ჩემი პირადი მარცხი იყოს," – ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა