თალიბანი ავღანეთის დედაქალაქისაკენ მიემართება
თალიბანი სწრაფად იკავებს ავღანეთის ტერიტორიებს, ჩრდილოეთ ავღანეთი თითქმის მთლიანად მათ განკარგულებაშია. ტერორისტულმა დაჯგუფებამ ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქი, ყანდაარი დაიკავა და დედაქალაქისაკენ-ქაბულისაკენ-მიემართება.
ჰუმანიტარული ორგანიზაციები ჰუმანიტარული კატასროფის შესახებ გვაფრთხილებენ. გაეროს განცადებით, ათი ათასზე მეტმა ადამიანმა უკვე დატოვა საკუთარი საცხოვრებელი, დაახლოებით 1.000 კი გარდაიცვალა გასულ თვეში. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა თავშესაფარი ქაბულში იპოვეს, სადაც კარვებში ათევენ ღამეს. გაერთიანებული სამეფო და ა.შ.შ. დამხმარე რაზმებს გზავნიან მოსახლეობის ევაკუირებისათვის.
ეს ყველაფერი ავღანეთიდან ა.შ.შ-ს სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ გამძვინვარდა. ტერორიზმის ანალიტიკოსი ბიბისისთან საუბარში აცხადებს, რომ ბაიდენის უკან დახევა თალიბანის მიერ ავღანეთის მთლიანად დაკავებას გარდაუვალს ხდის, რაც ალ-ქაიდას მისცემს გაძლიერების შესაძლებლობას, ეს კი ტერორისტული თავდასხმების მთელ მსოფლიოში გააქტიურებას გამოიწვევს.
ავტორი: ნიუპრესი