|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანის მერობის კანდიდატი ციხესულორსა და მუქედში მოსახლეობას შეხვდა

 ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ციხესულორსა და მუქედში  მოსახლეობას შეხვდა.

 

მერობის კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, შოთა გიორგაძესთან ერთად შევხვდა.

 

"„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ციხესულორსა და მუქედში მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. სოფელ ციხესულორში სრულად რეაბილიტირდა საბავშო ბაღის შენობა, აღდგა 5 სხვა და სხვა შიდა საუბნო, საავტომობილო გზა, ასევე რეაბილიტირდა ციხესულორის არასრული საჯარო სკოლის შენობა. 

 

 სოფელ მუქედში ,მინაშვილების საუბნო გზაზე დაიგო ასფალტის საფარი,საჯარო სკოლის შენობაში კი მოხდა სველი წერტილების მოწყობა.

 

 ჩვენი გუნდი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, მუქედსა და ციხესულორში, მოსახლეობაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად, -განაცხადა მერობის კანდიდატმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა