|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანის მერობის კანდიდატმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სალხინოს, ზენობნისზედავანისა და გადიდის მოსახლეობას შეხვდა.

"ჩემი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს სალხინოს, ზენობნის, ზედავანისა და გადიდის მოსახლეობას შევხვდი.

ამ სოფლებში დაიგო, ათწლეულების მანძილზე დაზიანებული, სალხინო-ზენობნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, აღდგა ზედავანი-გადიდის დამაკავშირებელი ცენტრალური გზაც, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა საავტომობილო მიმოსვლა. სრულად რეაბილიტირდა და საჭირო რესურსით აღიჭურვა ასევე სოფელ ზედავანის საბავშვო ბაღი ,სოფელ ტყელვანში კი აღდგა გზის 6 კილომერტიანი საფარი.

ადგილობრივებთან შეხვედრისას პარტია „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლია დიასამიძე წარვადგინე", - აცხადებს გოგორიშვილი.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა