წულაია-კუკავას აქცია ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობად შეფასდა
არასამთავრობო ორგანიზაციის “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მე-3 შუალედური ანგარიშის თანახმად, 1-24 ოქტომბრის საანგარიშო პერიოდში ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტი 4 საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა, რასაც ძირითადად, სხვადასხვა პროდუქტების დარიგებისა და მატერიალური დახმარებების დაპირების სახე ჰქონდა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ასეთი ფაქტები კასპში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ჩოხატაურში დაფიქსირდა.
ანგარიშის თანახმად, მოქალაქეების მოსყიდვის მცდელობად პარტია "თავისუფალი საქართველოს" აქცია დასახელდა. აქციის ფარგლებში, ქუთაისში “თავისუფალი საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ პარტიის ქუთაისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ გოგი წულაიასთან ერთად სოციალურად დაუცველ ოჯახებს საშეშე მასალა გადასცა.შეგახსენებთ, შემთხვევა რმადნეიმე დღის წინ საღორიის ტყეში მოხდა, მოჭრილი შეშა სოციალურად დაიცველ მოქალაქეს გადაეცა.
ფაქტთან დაკავშირებით სატყეო დეპარტამენტმა მოკვლევა დაიწყო.
კახა კუკავამ და გოგი წულაიამ მუხნარის ტყეში დაზიანებული ხეები მოჭრეს [VIDEO]
ავტორი: ნიუპრესი