|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხობში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ხობში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული პაციენტი გარდაიცვალა. შუახნის ქალი მკურნალობას ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში რამდენიმე დღე გადიოდა.

ის რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დაშავებული ქალი კლინიკაში რამდენიმე დღის წინ ხობიდან გადაიყვანეს, სადაც მას თავს მამაკაცი დაესხა და თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა, იქამდე კი ოჯახში სტუმრად მყოფმა ოჯახის წევრი დაჭრა, რომელიც კლინიკაში გარდაიცვალა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო დანაშაულში ეჭვმიტანილი დაკავებულია, მას ფსიქიკური პრობლემები აღმოაჩნდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა