ზაზა ლომინაძე:ახალგაზრდები ჩვენს ქალაქში უნდა დარჩნენ, აკეთონ ის საქმე, რაც სამომავლოდ ქუთაისის განვითარებას უკავშირდება
,,ახალგაზრდებთან შეხვედრა ყოველთვის ახალ მოტივაციას მიჩენს, რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ ამ ჭკვიანი, უკომპრომისო ადამიანებისთვის. ისინი ხვალ ჩვენი ქვეყნის მომავალს შექმნიან. ჩვენი ვალდებულებაა მოვუსმინოთ, გავიზიაროთ მათი აზრები, მიდგომები და შეხედულებები, რომელიც განსხვავებული, ახალი და საგულისხმოა,"-განაცხადა ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ სტუდენტებთან შეხვედრისას.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარების საკითხში აქტიურად იყვნენ ჩართული ახალგაზრდები და მათი იდეები იყოს მხარდაჭერილი.
,,სტუდენტებს შევხვდი, მოვისმინე მათი მოსაზრებები სხვადასხვა თემაზე და მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სამომავლო ურთიერთანამშრომლობისთვის. ეს ახალგაზრდები ჩვენს ქალაქში უნდა დარჩნენ, აკეთონ ის საქმე, რაც სამომავლოდ ქუთაისის განვითარებას უკავშირდება და ამას პირველ რიგში, საკუთარი პროფესიების მაღალ დონეზე დაუფლებით დაიწყებენ. შევთანხმდით რომ ჩემი მაჟორიტარობის შემდეგ, მათი ჩართულობა ყველა პროცესში იქნება მხარდაჭერილი და ეს აუცილებელია ყველასთვის, ვინც ცდილობს აკეთოს კარგი საქმეები ჩვენი ქალაქისთვის. ერთად ყველაფერს შევძლებთ ქუთაისის წარმატებისთვის,"-განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 17 საარჩევნო ოლქში 21 ნოემბერს გაიმართება.
ავტორი: ნიუპრესი