ზაზა ლომინაძე: ჩვენ ვერ ვიქნებით მშვიდად ვიდრე საკუთარ სამშობლოში დევნილი ერთი მოსახლე გვეყოლება
,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში დავით ფაცაციასა და მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად აღმაშენებლის 112-ში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პროგრამებს რომლებიც დევნილი მოსახლეობისთვისაა.
,, საკუთარ სამშობლოში დევნილის სტატუსით ცხოვრება უმძიმესია. "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბევრი რამ გაკეთდა ამ ადამიანებისთვის:ათასობით დევნილი კეთილმოწყობილი ბინით დაკმაყოფილდა, მრავალი პროგრამა მუშაობს მათი სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მათ შორის ჯანდაცვის, განათლების, პროფესიული გადამზადების, დასაქმების პროგრამები. ადგილობრივი თვითმმართველობის ყურადღებაც არ აკლიათ. აღმაშენებლის #112-ში მალე დაიწყება ქუთაისის მერიის მიერ დაფინანსებული ლიფტების შეკეთების პროგრამა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება ვერ იქნება მშვიდად, სანამ თუნდაც ერთ ჩვენ თანამემამულეს ერქმევა დევნილი. ამ შეხვედრაზე იყო მძიმე თემებზე გულწრფელი და ემოციური დიალოგი,"-განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
ავტორი: ნიუპრესი