|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზაზა ლომინაძე:ჩვენს მოქალაქეებთან ერთად უნდა შევქმნათ ქვეყნის უკეთესი მომავალი

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მეორე ტურის, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ,,კარდაკარის პრინციპით" ხვდება მოსახლეობას.

ზაზა ლომინაძე მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად ძელქვიანის და უქიმერიონის ადმინისტრაციული ერთეულებში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა.

,,საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურამდე დარჩენილ დღეებში ვცდილობთ ქუთაისის იმ უბნებს ვესტუმროთ, სადაც აქამდე ვერ მოვახერხეთ მისვლა. ძელქვიანის და უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულებში, კარდაკარის პრინციპით, კიდევ რამდენიმე ქუჩის მოსახლეობას შევხვდით, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად ბუკლეტები დავარიგეთ, ჩვენი საარჩევნო პროგრამა გავაცანით და მათგანაც ბევრი საგულისხმო ინფორმაცია მივიღეთ. ჩვენ, ამ ადამიანებთან ერთად, უკეთესი მომავალი უნდა შევუქმნათ ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას," - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

ავტორი: ნიუპრესი