ზაზა ლომინაძე:,,ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ დევნილი ოჯახებისთვის თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსები აშენდა
,,სანამ ქვეყანაში საკუთარი სახლებიდან დევნილი ათასობით ჩვენი თანამოქალაქე გვეყოლება, არცერთ პოლიტიკოსს და სახელმწიფო მოხელეს არ გვექნება დამშვიდების და მოდუნების უფლება,"-ამის შესახებ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ ბოლო 8 წლის განმავლობაში ათასობით დევნილმა ოჯახმა მიიღო ახალი საცხოვრებელი ბინა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ბოლო 8 წლის განმავლობაში აშენდა თანამედროვე, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთათვის. ეს პროცესი კვლავ შეუფერხებლად გაგრძელდება , როცა ჩვენი გუნდი ახალი ვადით მოვა ხელისუფლებაში. კლდიაშვილის ქუჩის მოსახლეობასთანაც გულწრფელი და საინტერესო დიალოგი გვქონდა. არც ეს უბანი დარჩენილა ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების მიღმა. განახლდა გზის საფარი, ასევე, მოწესრიგდა სანიაღვრეები,"-განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოქალაქეებთან შეხვედრებს მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად განაგრძობს.
ავტორი: ნიუპრესი