ზაზა სარალიძის ბრალდებას ქუთაისის მერია პასუხობს
შვილმოკლული მამის ზაზა სარალიძის ბრალდებას ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნის მიერ მისი ოჯახის წევრებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ ქუთაისის მერიამ უპასუხა. მერია ბრალდებას უარყოფს.
"ზაზა სარალიძის ოჯახის ტრაგედიას და მწუხარებას ვიზიარებთ ყველა. ეს ამბავი ნებისმიერი ადამიანისთვის მძიმეა და არ გვეგულება ადამიანი, ვინც სარალიძეების ოჯახის ტრაგედიამ არ დაამწუხრა. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ხელისუფლების მხრიდან კეთდება მაქსიმუმი, რომ ამ საქმეზე პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს და მართლმსაჯულების სრულყოფილად აღსრულებაში პირველ რიგში დარწმუნდნენ გარდაცვლილი მოზარდების ოჯახები. ამ საქმის გამოძიების მიმართ ხელისუფლების მაღალ ინტერესს ადასტურებს ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლების მხრიდან გადაიდგა შსს-ს ეფექტური ქმედებების, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის და ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების ქმედებების ჩათვლით. რაც შეეხება ზაზა სარალიძის ბრალდებას, ქუთაისის მერიის წინააღმდეგ ბრალდება არცერთ ნაწილში არ შეესაბამება სიმართლეს"- ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინდელ აქციაზე ზაზა სარალიძემ ქუთაისის მერიას მოუწოდა მისი ოჯახის წევრებისაგან თავი შორს დაეჭირა, შემდეგ კი განმართა, რომ მერიის მაღალჩინოსნის მოთხოვნით სარალიძის მეუღლისაგან მისი საწინააღმდეგო განცხადების გაკეთბას ითხოვდნენ.
ზაზა სარალიძე ქუთაისის მერიას მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლაში ადანაშაულებს
"მივმართავ ქუთაისის ადმინისტრაციას, არ გაეკაროთ ჩემი ოჯახის წევრებს!"- ზაზა სარალიძე
ავტორი: ნიუპრესი