|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჟურნალისტს სასულიერო პირმა შეურაცხყოფა მიაყენა

ჟურნალისტი, რომელსაც საპატრიარქოსთან სასამართლო დავა აქვს, აცხადებს, რომ მას სასულიერო პირი თავს დაესხა. დალი ბარაბაძის თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უცნობმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

 ბარაბაძის თქმით, მისთვის უცნობი სასულიერო პირი მას იმის გამო შეურაცხყოფდა, რომ მეუფე კალისტრატეს სასამართლოში უჩივლა.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვმგზავრობდი, რა დროსაც სასულიერო პირი ჩემი მიმართულებით უშვერ სიტყვებს ამბობდა. მიძახდა, რომ ცილისმწამებელი და მწვალებელი ვარ. ჩემთვის დიდი შეურაცხყოფა და დამცირება იყო ის, რასაც სასულიერო პირი ამბობდა. ამიტომ ტრანსპორტი გავაჩერე და ჩამოვედი. სასულიერო პირიც ჩამომყვა და გააგრძელა ჩემი ლანძღვა- გინება. ლამის ფიზიკურადაც შემეხო. გამოვიძახე საპატრულო პოლიცია, რა დროსაც სასულიერო პირი გაიქცა“,-ყვება დალი ბარაბაძე. ის საქმის გამოძიებას, ხოლო სასამართლო სხდომების დახურულად ჩატარებას ითხოვს. 

შეგახსენებთ, დალი ბარაბაძემ სასამართლოში ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს უჩივლა და ის თანხების მითვისებაში დაადანაშაულა. ამ ნაწილში სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა. სასამართლო დავა გრძელდება ბარაბაძის მიერ სამსახურში აღდგენის მოთხოვნასთან დაკავშირებით. საქალაქო სასამართლო მის საქმეზე გადაწყვეტილებას 4 აპრილს გამოიტანს. 

  

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა