|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზვიად შალამბერიძე - იმერეთში, ჩვენი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში 4 მილიარდ ნახევარი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ „ქართული ოცნების“ თერჯოლის მერობის კანდიდატის ლაშა გოგიაშვილის წარდგენაზე იმერეთში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
მხარის რწმუნებულის განცხადებით, იმერეთში ბოლო წლების განმავლობაში, სახელისუფლებო გუნდის ,,ქართული ოცნების“ პერიოდში, რეგიონში 4 მილიარდ ნახევარი ლარის პროექტებია განხორციელებული. ასევე, 450 სოფლამდე მისასვლელი ცენტრალური გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებია განხორციელდა. გამომდინარე აქედან რეგიონის 542 სოფლიდან თითქმის 80 პროცენტში არის საავტომობილო გზა. 2012 წლამდე კი გზა დაახლოებით 80-მდე სოფელს ქონდა.
ზვიად შალამბერიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა რეგიონის გაზიფიცირებაზე. მისი თქმით, თერჯოლა ერთ-ერთი მუნიციპალიტეტია, რომელიც სრულად არის გაზიფიცირებული. იმერეთის 542 სოფლიდან 239 სოფელი უკვე გაზიფიცირებულია. 2012 წლამდე და 2012 წელსაც მხოლოდ 59 სოფელს მიეწოდებოდა გაზი. მხარის რწმუნებულის განცხადებით, მხოლოდ ამ შედარებიდანაც შეგვიძლია დავინახოთ ვინ აკეთებს სახალხო საქმეს და ვინ არ აკეთებს და მანამდე ვიზე იყო ყველაფერი მორგებული.
„წინა მთავრობის პერიოდში პროექტები ხორციელდებოდა რამდენიმე ადამიანის სურვილით,  მათი ბელადი გადაწყვეტდა და ასეულობით მილიონ ლარს ხარჯავდნენ პროექტებზე, რომლებიც ნამდვილად არ იყო სიკეთის მომტანი მოსახლეობისთვის. შემიძლია ერთ მაგალითზე ვისაუბრო, აქედან არც თუ ისე შორს, ერთ-ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომელზე 360 მილიონი ლარი დაიხარჯა. 360 მილიონი ლარით ჩვენ შეგვეძლო იმერეთში 150-მდე სოფელში მიგვეყვანა ცენტრალური გზა. ადგილობრივებს მუდმივად ვეკითხებით თუ რა სურთ, რა უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტში. ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასევე, ევროკავშირის მხარდაჭერით. ჩვენ კიდევ ძალიან ბევრი პროექტის განხორციელებას ვაპირებთ  მუნიციპალიტეტებში. თერჯოლა არის გამორჩეული განათლების კუთხით. რამდენიმე ახალი სკოლა აშენდა და მიმდინარეობს სკოლების რეაბილიტაცია.  ეს პროცესი გაგრძელდება და ნამდვილად იქნება შეუქცევადი. ყველა სკოლა, ყველა ბაღი, რომელშიც ჩვენი შვილები სწავლობენ იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი. ამ პროცესში,  დარწმუნებული ვარ ძალიან დიდ როლს შეასრულებს მომავალი მერი. მომავალშიც ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტია დაგეგმილი, რომელიც თერჯოლის რეგიონს მეტ შესაძლებლობებს მისცემს‘’ -  განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა