ქუთაისში გუშინ მშენებლობაზე დაღუპული ახალგაზრდა 30 წლის გივი გურეშიძეა. როგორც ირკვევა, ის სამოქალაქო აქტივიზმითაც იყო დაკავებული. ამის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი კატო მარუქაშვილი ავრცელებს.
ვიდეო გზებზე მოქალაქეებისათვის უსაფრთხო გადაადგილების პრობლემას ეძღვნება.
„აი ასეთი დრო იყო, ასეთ კარგ ამბებს ვაკეთებდით ერთად. ამის გახსენებაზე ძალიან ამაყი ვარ, მიხარია რომ გიცნობდი Givi Gureshidze ძალიან კარგ ადამიანს.
მწყინს, რომ აღარ ხარ და დასანანია ეს სიკვდილი.
განვიცდი ძალიან ამ უსამართლობას და საწყენია, რომ ადამიანების სიცოცხლე ასეთი უფასურია ამ ქვეყანაში“, – წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი კატო მარუქაშილი.
შეგახსენებთ, გუშინ, 15 ივლისს მშენებლობაზე ნანგრევებში ორი ადამიანი მოყვა, ერთი გადარჩა, ხოლო ერთი ახალგაზრდა დაიღუპა.
მომხდარზე გამოძოება სს კოდექსის სს კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის უსაფრთოების წესების დარღვევას გულისხმობს.
სამუშაოებს, სადაც ნგრევა მოხდა შპს „გრადუს გრუპ მაუდი“ ასრულებს.