პარასკევი, 31 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

საზოგადოება

„ერთი ხალხი – ერთი საქართველო“ იმერეთში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს

26 ივლისი, 2026 • ირინა მაკარიძე • 124

„ერთი ხალხი – ერთი საქართველო“ იმერეთში მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს

სამოქალაქო კამპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისაუბრებენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების სქემებსა და მომავალი არჩევნების პერსპექტივაზე.

სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი – ერთი საქართველო“ 26-28 ივლისს იმერეთში მოსახელობასთან შეხვედრებს მართავს.
როგორც კამპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რეგიონებში  შეხვედრების მთავარი მიზანია მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაცია, მათი პრობლემების, საჭიროებებისა და მოსაზრებების მოსმენა, ასევე ქვეყნისა და რეგიონის წინაშე მდგარ მნიშვნელოვან გამოწვევებზე ღია დიალოგის წარმართვა.

„26-28 ივლისს კამპანიის მონაწილეები, იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას, გაესაუბრებიან მათ ყოველდღიურ გამოწვევებს, სოციალურ, ეკონომიკურ საკითხებს და კამპანიის მიზნებსა და ხედვას გააცნობენ.
ასევე, გაიმართება შეხვედრები ადგილობრივ სამოქალაქო ჯგუფებთან და აქტიურ მოქალაქეებთან.

მონაწილეები იმსჯელებენ რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
გვჯერა, რომ ქვეყნის გაძლიერების საფუძველი ერთმანეთის მოსმენაზე, სამოქალაქო ჩართულობასა და საერთო ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანებაზე გადის“, – ნათქვამია სამოქალაქო კამპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კამპანიის ფარგლებში 27 ივლისს, 17:00 საათზე,  ქუთაისში, შეხვედრა გაიმართება  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში, სადაც  ნინო დოლიძესა და ლილი ბეგიაშვილთან ერთად ისაუბრებენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების სქემებსა და მომავალი არჩევნების პერსპექტივაზე.

თეგები: მოსახლეობასთან შეხვედრასამოქალაქო კამპანიასაქართველო