სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმება უკვე შესაძლებელია. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშიის თანახმად, მოქალაქეებს აღნიშნული სერვისის მიღება შეეძლებათ როგორც აპლიკაციის ასევე ვებგვერდის საშუალებით
სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად გადაფორმების ახალი სერვისის ამოქმედების შესახებ პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
პრეზენტაციის ფარგლებში სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ნინო ეფხოშვილმა, დამსწრე საზოგადოებას ახალი ელექტრონული სერვისის ფუნქციონირების პრინციპი, პროცედურები და ტექნიკური შესაძლებლობები გააცნო.
მოქალაქეებს აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის -SERVICE AGENCY ასევე, ვებგვერდის – Sa.gov.ge საშუალებით.