|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„9 აპრილის ძეგლთან" რესტორნის გახსნის ცერემონიალი გაიმართა

„9 აპრილის მემორიალურ ძეგლთან“ რესტორნის გახნსის ცერემონიალი, ქუთაისის მერიის გაფრთხილების მიუხედავად, მაინც შედგა. მემორიალურ ძეგლთან ალა ფურშეტი გაიმართა. "პაპავეროს" გახსნაზე მიწვეული იყვნენ ცნობილი ადამიანები, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. წვეულებაზე იმყოფებოდა სასულიერო პირიც.

 „9 აპრილის მემორიალური ძეგლის“ სარესტორნე სივრცეში მოქცევა დღეს მოქალაქეებმა გააპროტესტეს.  მათი განცხადებით, მემორიალური ძეგლი, რომელიც 1989 წელს დაღუპული ადამიანების სულების მოსაგონებლად დაიდგა,  მეტ პატივისცემას იმსახურებს. 

 ქალაქის მერიაში განაცხადეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მაგიდების დადგმის ნებართვა მათ არ გაუციათ და რესტორნის მეპატრონეს გაფრთხილება მისცეს.  თუმცა, ფაქტია,  მერიის გაფრთხილებას შესაბამისი შედეგი არ მოყოლია.

ავტორი: ნიუპრესი