არმაზ ახვლედიანმა ”ქართული ოცნება” დატოვა
არმაზ ახვლედიანი პარტია ”ქართულ ოცნებას” ტოვებს.
"სამი წელია, ვიბრძვი „ოცნებაში“ ფესვგადგმული მანკიერი მმართველობის შესაცვლელად. თვითკმაყოფილი, საზოგადოებისგან გაუცხოებული პოლიტიკური ელიტა კი უარს ამბობს ცვლილებებზე და კვლავ ფასადურობით იფარგლება. ეს გარემოებები სხვა გზას არ მიტოვებს, გარდა იმისა, რომ საბოლოოდ გავემიჯნო „ქართულ ოცნებას“. გავდივარ პოლიტსაბჭოს შემადგენლობიდან და ვტოვებ პარტიას",-განაცხადა მან.
შეგახსენებთ, ახვლედიანი პარტიის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად "ბებერ ნიანგებს" ასახელებდა და გიორგი კვირიკაშვილს "ქართული ოცნებიდან" მათ ჩამოშორებს თხოვდა.
არმაზ ახვლედიანი "ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი, ბოლოს კი პოლიტსაბჭოს წევრი იყო. ის პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი და პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი და დირექტორია.
ახვლედიანი ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, 1995-99 წლებში იგი საქართველოს პარლამენტში პარტია „აღორძინების კავშირს" წარმოადგენდა, 1999-2004 წლებში კი „მოქალაქეთა კავშირს“.
ავტორი: ნიუპრესი