სოციალურ საცხოვრისთან დაკავშირებით შპს "სანო" პირველ კომენტარს აკეთებს
ეს არის უაზრო დავა და არ ვიცი, არის თუ არა მიზანმიმართული ვინმეს მიმართ - ასე აფასებს შპს "სანოს" სოციალურ საცხოვრისთან შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.
ოთარ სამყურაშვილი "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს, რომ მათ ყველა კითხვაზე აქვთ არგუმენტი თუმცა კომპანიას დასკვნა ჯერ არ მიუღია და დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
"ბიუროს დასკვნა ჯერ არ მიგვიღია და დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ იმ ხარვეზებზე, რაზეც აქამდე აცხადებდნენ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს არგუმენტები. ეს არის უაზრო დავა და არ ვიცი, არის თუ არა მიზანმიმართული ვინმეს მიმართ, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს პრობლემები. ყველა კითხვაზე არის პასუხი, იგივე თაბაშირმუყაო რომ არის შემტვრეული, ეს არის ვანდალიზმი და არა კომპანიის ხარვეზი და ვანდალურ აქტზე კომპანიამ რატომ უნდა აგოს პასუხი? ამბობენ, რომ თაბაშირმუყაო კედლებზე არის მიკრული. რა არის ამაში გასაკვირი? თაბაშირ მუყაოს იმიტომ აკრავენ, რომ კედლები დაიფაროს. ასევე როგორც გვითხრეს, შენიშვნები ქონიათ კვადრატულობასთან. საინტერესოა, როგორ ზომავდნენ, თუ მოხდა პირვანდელი ფართის და რეაბილიტირებულის შედარება? რა თქმა უნდა, იქნება სხვაობა, რადგან თაბაშირმუყაოს გაკვრის დროს ფართი მცირდება. ბევრი არასწორი ინფრომაციაა და ჩვენ ყველაფერს გავცემთ პასუხს. ისინი არასწორ ინფორმაციას ავრცელებდნენ და ალბათ, ეს ინფორმაცია მიაწოდეს ბიუროსაც, მაგრამ არაუშავს, ჩვენ მივაწვდით ზუსტ ინფორმაციას. რაიმე ხარვეზები, რომ ყოფილიყო, ამაზე თავის დროზე იტყოდნენ, არ ჩაიბარებდნენ შენობას. როდესაც დაიწყო მუშაობა, რა თქმა უნდა, იქნებოდნენ შესაბამისი ექსპერტებიც, მაგრამ არის რაღაც პროვოკაციული ქმედება ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენ მზად ვართ, ბოლომდე მივყვეთ ამ დავას და თუ სასამართლოში წავალთ, იქაც მივიტანთ ჩვენს არგუმენტებს"-აცხადებს ოთარ სამყურაშვილი.
მისი თქმით, მერიის მიერ მათთან კომუნიკაცია არ ყოფილა და საცხოვრისის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ინტერნეტით შეიტყვეს.
"საცხოვრისში თითქოს და ხარვეზების შესახებ ინფორმაცია შევიტყვეთ ინტერნეტით. მერიას ჩვენთვის არ უცნობებია და ყოფილა მომართვა ხარვეზების აღმოსაფხვრელად", -განაცადა ოთარ სამყურაშვილმა.
კითხვაზე, რატომ არ არის შენობაში ბუნებრივი აირი შეყვანილი, ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ აქვს და აცხადებს, რომ ბუნებრივი აირი მერიას უნდა შეყვანა.
შეგახსენებთ, სოციალურ საცხოვრისთან დაკავშირებით დღეს აქცია გაიმართა, აქციის მონაწილეები არსებულ მდგომარეობას აპროტესტებენ.
პარალელურად, მერიამ საცხოვრისში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის ნაწილი გამოაქვეყნა. დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის საგამოძიებო უწყებას გადაეგზავნა.
ქუთაისის მერიამ სოციალური საცხოვრისის შესახებ სამხარაულის დასკვნის ნაწილი გამოაქვეყნა
"არ ვიცი, ალბათ, მერს ეცოდინება"-ქუთაისის ვიცე მერი ვერ აკონკრეტებს, რომელ უწყებას გადაეცა დასკვნა
"ექსპერტიზის დასკვნა ან არ არსებობს, არ რაღაც დასამალი არის მასში"-გიგა შუშანია
სად შეგვიშვით?- ქუთაისის მერიაში საცხოვრისის ბინადრებთან შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს [VIDEO]
სოციალური საცხოვრისის ბინადარები ალტერნატიულ ფართში გადაყვანას მოითხოვენ [VIDEO]
ქუთაისში, სოციალურ საცხოვრისში ჭერი მესამედ ჩამოინგრა
სოციალური საცხოვრისის შესახებ დასკვნა სამართალდამცავ ორგანოებს გადაეგზავნა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი