|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დასუფთავების ყოველწლიურ აქციას იმერეთის 12 მუნიციპალიტეტი შეუერთდა

იმერეთის რეგიონი დასუფთავების ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას ,,დავასუფთაოთ საქართველო“ შეუერთდა.
 
მხარის 12–ვე მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა, რომელში 1000–მდე მოხალისე ჩაერთო. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე კამპანიის ფარგლებში ხარაგაულში ჩავიდა და აქციას შეუერთდა.
იმერეთის გუბერნიის ინფორმაციით, გუბერნატორმა დაანონსა, რომ  სუფთა გარემოს შენაჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით,  რეგიონში პერმანენტული აქციები მოეწყობა და თავადაც აქტიურად ჩაერთვება. აქციის ფარგლებში მუნიციპალიტეტბში ტურისტული ობიექტები, მდინარეების სანაპიროები და სხვადასხვა ლოკაციები დაასუფთავეს.
დასუფთავების აქციას იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი თერჯოლაში შეუერთდა.
კამპანია სექტემბერის თვეში ტარდება და მასში 140-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული.

 

ავტორი: ნიუპრესი