გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია 350 ოჯახს საახალწლო ნობათს გადასცემს
სადღესასწაულო საჩუქრების მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, შშმ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებულ ბავშვებს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარებს, „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის“ და ა(ა)იპ გარდაბნის თერაპიულ ცენტრის ბენეფიციარებს სასურსათო ნობათები გადაეცემათ.
სადღესასწაულო კალათები სხვადასხვა სახეობის პროდუქტს მოიცავს და მისი საერთო ღირებულება 38 000 ლარს აღემატება.
აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველი, შშმ და მზრუნველობას მოკლებული ადამიანებისთვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ყოველ წელს სხვადასხვა სოციალურ პროგრამას ახორციელებს.
ავტორი: