|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა

გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, მოადგილესთან ფუად მირზოევათან, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურთან, პირველ მოადგილესთან სამირ ხიალოვთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ გარდაბანში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.

ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, ლესელიძის ქუჩაზე ხელოვნურსაფარიან მინი სპორტულ მოედანს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

მოედანი შემოისაზღვრა ბადე-პანელებით, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი მოედანი განკუთვნილია როგორც ფეხბურთის, ასევე კალათბურთის სათამაშოდ და აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით.

ამავე ქუჩაზე მოეწყო სამი ერთეული საბავშვო სკვერი, პროექტის ფარგლებში ტერიტორია შემოისაზღვრა ღობით, დაიგო დეკორატიული ფილები და დამონტაჟდა ბავშვთა გასართობი ატრაქციონები.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი სკვერი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის მოეწყო.

განახლებული სივრცეები მოსახლეობას კეთილმოწყობილ და სუფთა გარემოში დასვენების საშუალებას მისცემს.

 

პროექტების ჯამური ღირებულება 200 000 ლარს  აღემეტება და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ავტორი: