|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის ცენტრალურ პარკში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება

ხვალ, გარდაბნის ცენტრალურ პარკში, ახალგაზრდული ფესტივალი 2024-ის ფარგლებში ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების საზეიმო წარდგენა გაიმართება! 

2023-2024 სასწავლო წლის საჯარო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები მიღწეულ წარმატებას მიულოცავენ და სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემენ.

ოქროს და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების ღონისძიება, დავით კარგარეთელის ინიციატივით, უკვე მეორე წელია იმართება. 

აღსანიშნავია, რომ სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ოქროს და ვერცხლის მედალოსნები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისგან ფულად ჯილდოს მიიღებენ.

ავტორი: ნიუპრესი