|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბანში წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა

დღეს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა, მოადგილე ფუად მირზოევთან და საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაურთან ერთად, გარდაბნის კულტურის სახლში, პროგრამა “ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, 2023-2024 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებულ გარდაბნელ მოსწავლეებს პერსონალური კომპიუტერები საზეიმო ვითარებაში გადასცა.

პროგრამას, რომლის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და სკოლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერებას წარმოადგენს,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ერთად უკვე 16 წელია წარმატებით ანხორციელებს.

წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პერსონალური კომპიუტერი, 72 წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცა,  რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს.

ღონისძიებას, გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საჯარო სკოლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების რიცხვი მზარდია და დინამიკა წლიდან-წლამდე უმჯობესდება.
 
 
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი