|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში პატარებს უმასპინძლეს

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერის მოადგილემ სხვადასხვა დღის ცენტრის 12 აღსაზრდელს უმასპინძლა და საჩუქრები გადასცა.

ბავშვებთან ერთად, ნინო თვალთვაძემ და სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა, სიმბოლურად ტილოზე მზე დახატეს და სხვადასხვა აქტივობები განახორციელეს.

,,დღეს ვუმასპინძლეთ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს. მნიშვნელოვანია საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ავღნიშნავთ ასეთ მნიშვნელოვან დღეს. ჩვენ ძალიან ხშირად უნდა შევხვდეთ მათ და ვისაუბროთ ბევრი მათ პრობლემებზე, იმაზე თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ადგილობრივმა თვითმმართველობამ, სახელმწიფომ და საზოგადოებამ მათთვის. "-განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

 შეგახსენებთ, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 21 მარტის  შერჩევის მიზეზია ის, რომ  21 არის სიმბოლო 21–ე ქრომოსომის, ხოლო მარტი, როგორც წელიწადის მესამე თვე, კი ტრისომიული მოვლენის. დღე 2006 წლიდან აღინიშნება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა