ექიმ ირაკლი მერკვილაძის საქმის სააპელაციო განხილვა დასრულდა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ირაკლი მერკვილაძის საქმის სასამართლო განხილვა დასრულდა.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე განაჩენს 2 ივლისს გამოაცხადებს.
დაკავებული ექიმის ადვოკატები გამამართლებელ განაჩენს ელოდებიან. ექიმი მის წინააღმდეგ დაინტერესებული მხარის მიერ "საქმის შეკერვაზე" საუბრობს.
ექიმი 26 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ დააკავეს. მას 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
2013 წელს გარდაცვლილი 22 წლის ვიოლეტა მატინოვას დედა ექიმ ირაკლი მერკვილაძეს უყურადღებობაში ადანაშაულებდა, რასაც მისი შვილის სიკვდილი მოყვა. საქმე 116-ე მუხლით წარიმართა, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. სასამართლო პროცესი 5 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
დაკავებული ირაკლი მერკვილაძის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება
დაკავებული ირაკლი მერკვილაძის ადვოკატს სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ ჩაბარებია
ქუთაისელი ექიმი ირაკლი მერკვილაძე დააპატიმრეს
"სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ"-ირაკლი მერკვილაძის ადვოკატი
ირაკლი მერკვილაძის საქმის განხილვა, სავარაუდოდ, აპრილში განახლდება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი