გარდაბანში მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს
დღეს, 15 სექტემბერს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
მოსწავლეებს სწავლის დაწყება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, მერის მოადგილემ ფუად მირზოევმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, მიხეილ გედეხაურმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს და პირველკლასელებს მთავრობის საჩუქარი, პერსონალური კომპიუტერები გადასცეს.
,,მინდა, ახალი სასწავლო წლის დაწყება მივულოცო მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც პირველ ნაბიჯს გადადგამენ თავიანთი წარმატებული ცხოვრების დასაწყისისათვის. გისურვებთ, რომ სკოლაში გატარებული წლები ყოფილიყოს გამორჩეულად საინტერესო პერიოდი თქვენს ცხოვრებაში“ – გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი.
სკოლებში ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, კვლავ უზრუნველყო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აღჭურვა საჭირო რესურსების, ჰიგიენური საშუალებებისა და ინვენტარის მარაგით. გარდა ამისა, წელსაც გაგრძელდება სკოლებში უსაფრთხო გარემოს სისტემური მონიტორინგი როგორც სამინისტროს წარმომადგენლების, ასევე ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხრიდან.
2022–2023 სასწავლო წელს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს 1212 პირველკლასელი ეყოლება.
ავტორი: