|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

Shape your future: ადგილი, სადაც ევროკავშირის შესაძლებლობებს, მხარდაჭერასა და ინსპირაციას იპოვი

შეუერთდი  ევროკავშირის მისიას, რომლის მიზანიცაა, გაგაცნოს შესაძლებლობები შენი პოტენციალის სრულად გამოსავლენად!  #ShapeYourFuture (შექმენი შენი მომავალი) კამპანიის თანმხლებლად, პროგრამამ, EU NEIGHBOURS east, შექმნა სპეციალური ვებგვერდი, რომელზეც თავმოყრილია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობები, მხარდაჭერა და ინსპირაცია ევროკავშირისგან. 

თუ ხარ სკოლის მოსწავლე, სტუდენტი, ახალგაზრდული მუშაკი, მოხალისე ან აქტივისტი, ტრენინგს გადიხარ ან სამუშაოს ეძებ — ევროკავშირს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის უნიკალური შესაძლებლობები აქვს. 

ასე რომ, თუ გსურს განათლების ან გამოცდილების მიღება, ტრენინგის გავლა ან მოგზაურობა, ევროკავშირს საშენო შესაძლებლობები მოეპოვება, რომლებიც ყოველკვირეულად ახლდება. ეს შეიძლება იყოს Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი სტუდენტური გაცვლები თუ ახალგაზრდული აქტივობები, საზღვარგარეთ მოხალისეობა თუ ბიზნესტრენინგი, სამუშაო უნარების გამომუშავება თუ ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში შებიჯება.

მეტის გასაგებად ეწვიე Shape Your Future გვერდს. აქ დაგხვდება ბმულები, რომლებიც გადაგიყვანს ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომ შესაძლებლობებზეუნარების განვითარების შესახებ რჩევებზე და საქართველოში Erasmus+ პროგრამის მუშაობის დეტალებზე. ასევე, შეგიძლია, გადახვიდე შესაძლებლობების გვერდზე და გაეცნო უახლეს ცნობებს გაცვლებზე, სამუშაო ადგილებზე, ტრენინგებზე, გრანტებსა და სხვა შეთავაზებებზე. ხოლო თუ EU NEIGHBOURS east დაიჯესტის გამომწერი გახდები, უახლეს შესაძლებლობებზე ცნობებს ელექტრონული ფოსტით მიიღებ.  

შესაძლებლობების გვერდი Shape Your Future კამპანიის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც 12 ინფლუენსერი აზერბაიჯანიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან 16-22 ივნისს რიგასა და პრაღაში იმოგზაურებს. ევროკავშირის ქვეყნების მონახულების პარალელურად ისინი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს ევროკავშირის მხარდაჭერასა და შესაძლებლობებსაც გააცნობენ.

მოგზაურობის განმავლობაში ინფლუენსერები ჩაერთვებიან ვარსკვლავურ მისიაში — აღმოაჩენენ ევროკავშირის ფარულ საოცრებებს და გადახდენილ თავგადასავლებს თავიანთი  გამომწერებისთვის აღბეჭდავენ. 

Shape Your Future გვერდი

Shape Your Future კამპანია

სტატია მომზადებულია პროექტ EU NEIGHBOURS east-თან თანამშრომლობით.

 

 

ავტორი: