|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჯანდარის ადმინისტრაციულ ერთეულში საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, მერის მოადგილემ, ფუად მირზოევმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა, სამირ ხიალოვმა და ვუგარ მამედოვმა, ჯანდარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე, მოსახლეობამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან სკოლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

ჯანდარის საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტის მიხედვით, სკოლაში მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედანი. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგების სისტემები. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

სოფელ ჯანდარის სკოლის რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2020 წლის დეკემბერში დაიწყო. მიუხედავად არაერთი სიტყვიერი თუ წერილობით გაფრთხილებისა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა, ხოლო ზიანის ანაზღაურების მიზნით, ამოქმედდა საავანსო გადახდისა და ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია.

ავტორი: