გარდაბნის მუნიციპალიტეტში აგვისტოს ომის გმირის ზურაბ ბეგიაშვილის ხსოვნის დღე აღინიშნა
3 თებერვალი, გარდაბნელი გმირის ზურაბ ბეგიაშვილის დაბადების დღეა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ზურაბ ბეგიაშვილის დედის, ნელი ბეგიაშვილის რიგით მეორე წიგნის „ქროლვა მარადისობაში“ პრეზენტაცია გაიმართა.
„ჩემთვის ეს ზურას წიგნია, რადგან ზურას გამო დავწერე. ცოცხალი და ჯანმრთელი რომ მყოლოდა, ხომ არაფერს დავწერდი ან საერთოდ, წერას რა მომაფიქრებდა.
ზურას წიგნია კიდევ იმიტომ, რომ მას ვუძღვნი, რადგან მასზე ისევე მინდა ვიზრუნო, მისთვის ისევე მინდა რაღაც ვაკეთო, როგორც ადრე. ასეც უნდა მოვიქცე, ის ხომ ჩემგან არსად წასულა, ისევ ჩემს გვერდით არის და ახლა უფრო მეტად, ვიდრე მაშინ, როცა იყო” - ნელი ბეგიაშვილი.
ზურაბ ბეგიაშვილი, სამედიცინო სამსახურის უმცროსი ლეიტენანტი საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში ექიმად მსახურობდა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაიღუპა.
გარდაცვალების შემდეგ, ზურაბ ბეგიაშვილი სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი თავდადების, მამაცობისა და თავგანწირვისათვის, ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
საომარი მოქმედებების პერიოდში საქართველოს თავდაცვის საქმეში გამოჩენილი დიდი დამსახურებებისათვის, ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ ასევე, მიიღო მედალი ,,სამშობლოსათვის თავდადებული“.
ღონისძიებას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის,
სპორტის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლეილა ბენდელიანი, საკრებულოს წევრი ლევან ბეგლარიშვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა