|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაბნის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ტექნოლოგიებით აჭღურვილი მეცხოველეობის ფერმა გაიხსნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აჭღურვილი მეცხოველეობის ფერმა გაიხსნა.
ღონისძიებას საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი მაიკე (მარია) ქრისტინა ვან კოლდამი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, მერის მოადგილე ოთარ გავაშელიშვილი და უცხოელი პარტნიორები დაესწრნენ.
ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ინვესტორებთან ერთად, ფერმის მუშაობის სპეციფიკას და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმციას, ადგილზე პირადად გაეცნენ.
3,5 მილიონ ევროს ღირებულების ინვესტიციის განხორციელება ჰოლანდიელმა ბიზნესმენებმა, მუნციპალიტეტის ტერიტორიაზე, ერთი წლის წინ, პანდემიის პერიოდში დაიწყეს. ფერმაში ამ დროისთვის 100-მდე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია - დასაქმებულია 50-მდე ადგილობრივი.
 
 
 
 
 
 
 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა