გარდაბნის მუნიციპალიტეტში „უფროსი თაობის სოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დღის ცენტრი გაიხსნა
გახსნის ღონისძიებას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფუად მირზოევი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე სამირ ხიალოვი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივნის მოადგილე და კატასტროფების მართვის დეპარტამენტის უფროსი კახა მამულაძე და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელი ჯაბა დვალიძე ესწრებოდნენ.
უფროსი თაობის სოციალიზაციის ხელშეწყობის ცენტრის მიზანია 60 წლის ასაკის ზემოთ, გარდაბანში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური უფლებების რეალიზების ხელშეწყობა, რაც გულისხმობს მათთვის ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის მომსახურების ხელმისაწვდომობაში დახმარებას, ასევე, მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, სოციალურ ინტეგრაციას და სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობას.
აღსანიშნავია, რომ „უფროსი თაობის სოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა“ განვითარების რეგიონული ორგანიზაცია CENN-ის პროექტის-სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილმა „სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მრავალ-აქტორული სამუშაო ჯგუფის“ მიერ იქნა შემუშავებული.
„უფროსი თაობის სოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამით“ გათვალისწინებულ მომსახურებას ბენეფიციარებს გარდაბნის ადგილობრივი ბიუჯეტით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება გაუწევს.
გახსნას ასევე ესწრებოდნენ თბილისისა და ყვარლის ცენტრების ბენეფიციარები, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა