გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელოს რეგიონისმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამეგრელოს რეგიონისმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
ღონისძიება ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე გაიმართა.
„ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ქალაქ ზუგდიდში წარმოადგენს მერაბ ქვარაია. იგი არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტისსაკრებულოს თავმჯდომარე, პროფესიით გახლავთ იურისტი და ეკონომისტი. ბატონი მერაბი ზუგდიდელია, მას ყველა კარგად იცნობთ.თავადაც კარგად იცის ქალაქის პრობლემები. ზუგდიდელებს მისი სახით საიმედო დასაყრდენი ეყოლებათ პარლამენტში.
ზუგდიდის რაიონში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ედიშერ თოლორაია. იგი გახლავთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი,პროფესიით იურისტია, ახალგაზრდა და ენერგიული კაცია, რომელიც ასევე ენერგიულად გააგრძელებს ზუგდიდელების ინტერესების დაცვასპარლამენტში.
წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატად ,,ქართული ოცნება“ ასახელებს გოგა გულორდავას. ის არის წალენჯიხისმუნიციპალიტეტის გამგებელი, პროფესიით იურისტია და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა პარლამენტამდე მიიტანოსწალენჯიხელების და ჩხოროწყუელების სათქმელი.
ხობს მაჟორიტარობის კანდიდატად ეყოლება გოდერძი ბუკია. იგი არის გამოცდილი პარლამენტარი, თავისი კუთხის ნამდვილი პატრიოტი დაყურადღებას არ მოაკლებს ხობელებს.
სენაკის მაჟორიტარად ,,ქართული ოცნება“ ასახელებს ირაკლი ბერაიას კანდიდატურას. ირაკლი გახლავთ სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი. მას განათლება მიღებული აქვს ლონდონის Westminster-ის უნივერსიტეტში საერთაშორისო დიპლომატიის მაგისტრის წოდებით. იგი მუშაობდა „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორად და ასევე, შსს-ს რეფორმირების დეპარტამენტის დირექტორად. ირაკლი დღეს უძღვება გალისა და ერგნეთის ინციდენტების, პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფს ცენტრალური ხელისუფლებიდან. იგი საყოველთაოდ ცნობილია ამ კუთხითაც დღეს. ახალგაზრდა, მაგრამ საკმაოდ გამოცდილია ადამიანია.მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ დანელიაა - სოფლის მეურნეობის მინისტრი. ის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსმომსახურების სააგენტოს დირექტორი. ოთარ დანელია წარმოშობით მარტვილელია, თავისი კუთხის პატრიოტია და ყველაფერს გააკეთებსროგორც მარტვილელების, ისე აბაშელების ინტერესების დასაცავად.
ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატად სახელდება ირაკლი ხახუბია. იგი ბიზნესიდან მოდის პოლიტიკაში. ირაკლი ხახუბია არის წარმატებულიბიზნესმენი და ასეთივე წარმატებული იქნება პოლიტიკაშიც.
(R)
ავტორი: ნიუპრესი