"იმისთვის ვართ აქ, რომ განვიხილოთ გამოწვევები და შევეცადოთ ვიპოვოთ გამოსავალი"
ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების ადმინისტრატორის მოადგილე ბროკ ბირმანს შეხვდა.
მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებს შორის ღია მმართველობის და გამჭირვალობის მნიშვნელობას შეეხო საუბარი.
შეხვედრის მიზანს ქ ქუთაისსა და USAID-ის ღია მმართველობის პროგრამას შორის არსებული თანამშრომლობის მიღწევების განხილვა წარმოადგენდა. ისევე როგორც პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებზე მსჯელობა. ,,ის ფაქტი, რომ ჩვენ ერთად ვსხედვართ, განვიხილავთ თანამშრომლობის საკითხებს და დიალოგს სამოქალაქო საკითხებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის, არის მთავარი შედეგი, რაც ღია მმართველობამ მოგვიტანა. რა თქმა უნდა, არის გამოწვევებიც, მაგრამ ჩვენ სწორედ იმისთვის ვართ აქ, რომ განვიხილოთ ეს გამოწვევები და შევეცადოთ ვიპოვოთ გამოსავალი,"-განაცხადა ბროკ ბირმანმა
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა