|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საქმე ჩემს წინააღმდეგ დავით ხონელიძის მიერაა შეკვეთილი" - ირაკლი მერკვილაძე

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც ცნობილი ექიმის ირაკლი მერკვილაძის საქმის განხილვა მიმდინარეობს, სხდომის წინაშე სიტყვით წარსდგა განსასჯელი.

დაკავებული ირაკლი მერკვილაძე მისი დაკავების ფაქტს მის მიმართ დაწყებულ ბრძოლას უკავშირებს. მისი თქმით, მიზანმიმართულად მიდის მისი დისკრედიტაცია. 

"ტრაგედიაა, რომ დაუღუპა ახალგაზრდა გოგო და ბავშვი დარჩა უდედოდ, მაგრამ ტრაგედიაა, რომ მკურნალ ექიმს აბრალებენ ამას. მე ეს მთელი ცხოვრება რთულად მემახსოვრება. მაგრამ უნდა ვისაუბრო ბრალდების ექსპერტიზაში არსებულ უზუსტობაზე. ბრალდების მხარის ექსპერტებს სამი ვერია აქვთ და სიკვდილის სხვადასხვა მიზეზები დაასახელეს. ჩვენ დამოუკიდებელი ექსპერტიზა არ გვქონდა ჯერ ჩატარებული, რომ ბრალდების ერთი მოწმე ამბობდა, რომ არასწორად დადგინდა სიკვდილის მიზეზი და ჩვენ ვეთანხმებით ბრალდების ქსპერტს. სამხარაულის ექსპერტიზა ითვლება მაღალკვალიდიციურად, მაგრამ, სახელის გამო ვერ მივიღებ ამ დასკვნას, თუ სწორად არ დადებენ"-გაგანცადა ირაკლი მერკვილაძემ.

შესავალი სიტყვის დროს მან  მიზეზებზეც ისაუბრა.  მისი თქმით, ეს იყო შეკვეთილი ამბავი  დავით ხონელიძის მიერ, რომელიც არის  კლინიკის მესაკუთრე.

"ეს არის შეკვეთილი და შეკერილი  ქუთაისის პროკურატურის მიერ და გამართლებული მოსამართლის მიერ. მოსამართლე სამართალთან ასოცირდება და ამას ვერ ვიტყვი ამ შემთხვევაში. დარღვეულია ჩემი უფლებები. კლანური ინტერესია ჩადებული და გონივრული ეჭვი მაქვს, როს ყოფილი პროკურორის დავით ხონელიძის მიერაა დაკვეთილი, რომელსაც, როგორც კლინიკის დირექტორს ვედავებით დამფუძნებლები რომ არაკანონიერად მიითვისა და გაფლანგა 5 პარტნიორის ნახევარ მილიონამდე თანხა. უზენაეს სასამართლოში მიღებულია გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ეს სხვა საქმეა. ეს როგორც ექიმის რეპუტაციის და ადამიანის ღირსების შემლახველი საქმეა. განსაცდელს, რომელიც ღმერთმა მომივლინა, გავუძლებ ღირსებით, თუმცა რა მიზეზით და რა მოტივით ვარ ბრალდებული? პროგნოზს ვერ გავაკეთებ, საქართველოს სასამართლოები რა განაჩენს გამოიტანენ, მაგრამ ეს კატასტრფული იქნება ევროპული სასამართლოსთვის. მე ბოლომდე მოვიხდი სასჯელს მაგრამ არასდროს გამტეხავენ და არასდროს ვაღიარებ იმას, რაც არ ყოფილა"-განაცხადა ირაკლი მერკვილაძემ.

 ირაკლი მერკვილაძის ინტერესებს ადვოკატი ალექსანდრე თათელიშვილი იცავს.

  დავით ხონელიძის განცხადებით, ამ ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს.

 შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლოში დღეს ირაკლი მერკვილაძის სასამართლო პროცესი განახლდა. ექიმი  ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 26 იანვარს განაჩენის გამოცხადების შემდეგ დააკავეს. 2013 წელს გარდაცვლილი 22 წლის ვიოლეტა მატინოვას დედა ექიმ ირაკლი მერკვილაძეს უყურადღებობაში ადანაშაულებდა, რასაც მისი შვილის სიკვდილი მოყვა.

საქმე 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

სასამართლო პროცესი 5 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. 

 შემდგომი პროცესი 8 ივნისს გაიმართება.

დაკავებული ირაკლი მერკვილაძის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება

 დაკავებული ირაკლი მერკვილაძის ადვოკატს სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ ჩაბარებია

ქუთაისელი ექიმი ირაკლი მერკვილაძე დააპატიმრეს

"სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ"-ირაკლი მერკვილაძის ადვოკატი

ირაკლი მერკვილაძის საქმის განხილვა, სავარაუდოდ, აპრილში განახლდება

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი