|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მარგველაშვილი ისტორიაში შევა, როგორც "გიორგი დამკვირვებელი"

"ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "პოლიტიკაში" განაცხადა, რომ თუ "კაბელების საქმეს" ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოყვა, სრული პასუხისმგებლობა ამაზე პრეზიდენტს ეკისრება. მან ასევე განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რას ელოდება პრეზიდენტი და რატომ არ იწყალებს "კაბელების საქმის" ბრალდებულებს. ამის გამო სანიკიძემ პრეზიდენტს "გიორგი დამკვირვებელი" უწოდა. 

"ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ არასამართლიანია პრეზიდენტის შენიშვნა იმაზე, რომ "ეროვნული ფორუმი" დღეს ალაპარაკდა პრობლემებზე.

"რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ პრეზიდენტის ნათქვამს, რადგან მას მოკლე მეხსიერება აქვს... როცა ლაპარაკობს პრეზიდენტი ვეტოს დაძლევაზე... თუ ხმას ვაძლევდით ეს პოლიტიკური ორგანიზაციაა და პრეზიდენტის საქმე არ არის რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. პრეზიდენტს გული თუ მოდის ვეტოების დაძლევაზე და ჩვენ მონაწილეობას რატომ ვიღებდით. ეს ჩვენი საქმეა.

რაც შეეხება "კაბელების საქმეს", რომ იძახის დავაკვირდებიო, რას უნდა დააკვირდეს, მე არ ვიცი.

ახლა ისტორიაში ადამიანები სხვადასხვა სახელებით შედიან, ვიცით ისტორიაში გიორგი ბრწყინვალე, რიჩარდ ლომგული, ბაგრატ რეგვენი ვიცით, ასე თუ გააგრძელებს გიორგი მარგველაშვილი ის ისტორიაში შევა, როგორც "გიორგი დამკვირვებელი". რას უკვირდება ვერ გავიგე, თუ დესტაბილიზაცია მოხდება ის პასუხს აგებს აუცილებლად", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ "იმედში". 

შეგახსენებთ, "კაბელების საქმეზე" ბრალდებულებს საქალაქო  სასამართლომ 7 წელი მიუსაჯა.  "თავისუფალი დემოკრატები" ამ განაჩენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებენ, რის გამოც აქციებს აანონსებენ. პირველი აქცია დღეს, 14.00 საათზე, პროკურატურასთან გაიმართება.

 

 

წყარო

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა