"სახლი #1"-ს სართულების დაშენებაზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ უარი უთხრა
ქუთაისში, თამარ მეფის #10-ში მიმდინარე მშენებლობა დავის საგანი გახდა. ახალი მერი მშენებლობების მონიტორინგის ფარგლებში კომპანიას, რომელიც მრავალბინიან სახლს აშენებს, უკანონოდ მიშენებული ორი სართულის დემონტაჟს თხოვს.
მერიაში აცხადებენ, რომ შპს ,,სახლი #1" ნებართვა მხოლოდ 5 სართულზე ქონდა და მას პროექტში კორექტირებაზე თანხმობა არ მიუღია.
მშენებლობის პროცესში ორი ტერასული სართულის დაშენების ნებართვა არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გასცა. როგორც სააგენტოს ოფიციალურ წერილში ვკითხულობთ, სააგენტომ თავისი პოზიცია მიმდინარე წლის ივლისში აცნობა კომპანიას.
"შეთანხმებული პროექტის გაბარიტებიც კი აჭარბებს დასაშვებ ნორმებს, გაზრდილია ლოკალური ტერიტორიის სივრცითი პარამეტრები, იტვირთება განაშენიანების ისტორიულად ჩამოყალიბებული მონაკვეთი. კვლავ მშენებლობის გაბატირების ნებისმიერ სახით ცვლილება არამიზანშეწონილია"-წერია განმარტებაში.
სააგენტომ აგვისტოში განმეორებით შეტანილ განცხადებაზეც პოზიცია არ შეცვალა.
შეგახსენებთ, რომ თამარ მეფის #10 მიმდინარე მშენებლობის გამო მერიამ კომპანია დააჯარიმა და ორი სართულის დემონტაჟი მოთხოვა. თავის მხრივ, კომპანიაში აცხადებენ, რომ მერმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, რადგან კომპანიას კორექტირებულ პროექტზე აქვს ნებართვა. მერია პოზიციის შეცვლას არ გეგმავს.
შპს ,,სახლი #1" მრავალსართულინა კორპუსს 2016 წლიდან აშენებს, როგორც კომპანიაში აცხადებენ, მშენებლობა 2018 წლის ბოლოს დასრულდება.
ქუთაისის მერია კომპანიას ორი სართულის დემონტაჟით ემუქრება
,,არ დავუშვებთ ჩვენს ქალაქში უკანონო მშენებლობებს"-გიორგი ჭიღვარია
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი