|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მოგვწონს, თუ არა, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის სოლისტი და მედროშე ზვიად გამსახურდიაა"

პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა  პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გუბაზ სანიკიძემ  შეაფასა და  გიორგი მარგველაშვილს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით შენიშვნა მისცა.

 „ნუ ჩათვლით, რომ ეს შენიშვნაა. როცა გამოდიოდით, დამოუკიდებლობა და თავისუფლება ახსენეთ. ორი ისტორიული ფიგურა და მოღვაწე ახსენეთ – ნოე ჟორდანია და ზურაბ ჟვანია.

არ ვიტყვი იმას, რომ თქვენ ეს შეგნებულად გამოგრჩათ, მაგრამ არ ვიცი, ეს რას შეიძლება დავაბრალო. ამ დარბაზში ზვიად გამსახურდია არ იქნა ნახსენები.

საქართველოს დამოუკიდებლობა მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, მისი მომხრეები ვიყავით თუ მოწინააღმდეგეები, ჰქონდა თუ არა მას შეცდომები თუ არა, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის სოლისტი და მედროშე ზვიად გამსახურდიაა.

ჩვენ მოკლე მეხსიერებამ ბევრჯერ წაგვაგებინა და მოკლე მეხსიერება არ არის ჩვენი მოკავშირე, იმასაც ვთვლი, რომ გამსახურდია ის პერსონა არ არის, რომელიც უცებ უნდა გადავივიწყოთ. გამსახურდიას პერსონა, მისი ხსოვნა და მისი საქმიანობა ხელს ქართულ სახელმწიფოს ხელს არაფერში არ უშლის, თორემ, აბსოლუტური და უნივერსალური პიროვნებები ისტორიამ არ იცის.

ძალიან დიდი ადამიანები, საქვეყნოდ ცნობილები, ვაშინგტონი იქნება, თუ ჯუზეპე გარიბალდი, ესენი უნაკლო ადამიანები არ იყვნენ, მათ თავისი სისუსტეები ჰქონდათ, მაგრამ ისინი დიდ იდეებს და დიდ იდეალებს ემსახურებოდნენ. ხანდახან ქართული სახელმწიფოს შემქმნელი დამოუკიდებლობის გამომცხადებელი ზვიად გამსახურდია გავიხსენოთ. ათასი წლის შემდეგ, პატარა ბავშვს რომ ჰკითხონ, საქართველოს ვინ მოუტანა დამოუკიდებლობა? – ისინი ეტყვიან, რომ ეს იყო ზვიად გამსახურდია“, – განაცხადა სანიკიძემ.



ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა