საარჩევნო ბლოკმა "ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
საარჩევნო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
კანდიდატები ზაალ უდუმაშვილმა დაასახელა. ქუთაისში როგორც მოსალოდნელი იყო, გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურა დასახელდა.
იმერეთის დარჩენილ სამ ოლქში შემდეგი კანდიდატები დასახელდნენ:
საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის - გიორგი კაპანაძე
ზესტაფონი, ბაღდათი, თერჯოლა, ტყიბული - კახა გეწაძე
წყალტუბო, სამტრედია, ვანი, ხონი - ნანუკა ჟორჟოლიანი
თბილისის 8 საარჩევნო ოლქიდან ნაციონალურ მოძრაობას სამ ოლქში ყავს თავისი კანდიდატი:
გლდანში ნიკა მელია, ისანში - ხატია დეკანოიძე; სამგორში - ლევან ხაბეიშვილი;
კახეთში:
გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს - ლევან ბეჟაშვილი;
თელავის, ახმეტის, ყვარლის და ლაგოდეხის - გიორგი ბოტკოველი
ქვემო ქართლში:
რუსთავის და გარდაბნის - დავით კირკიტაძე
მარნეულის - აზერ სულეიმანოვი
ქართლში:
გორისა და კასპის - ბადრი ბასიშვილი
ხაშურის და ქარელის - ნატო ჩხეიძე
დმანისი, წალკა, ბოლნისი, თეთრიწყარო - კახა ოქრიაშვილი
თიანეთი, მცხეთა, დუშეთი, ყაზბეგი - ცეზარ ჩოჩელი
სამცხე-ჯავახეთში:
ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ბორჯომი - ვაჟა ჩიტაშვილი
ახალქალაქის და ნინოწმინდის - მელიქ რაისიანი
რაჭა -ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი, მესტია - დილარ ხაბულიანი
გურია - მანუჩარ კვირკველია
სამეგრელო
მარტვილი, აბაშა, ჩხოროწყუ, წალენჯიხა - როლანდ ფიფა
ფოთი, სენაკი, ხობი - მურთაზ ზოდელავა
ზუგდიდი - მალხაზ ჯალაღონია
აჭარა
ბათუმი - ლევან ვარშალომიძე
ქობულეთი - ბონდო თევდორაძე
ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო - მიშა ბოლქვაძე
პარტიამ ასევე კანდიდატები დაასახელა აჭარის უმაღლეს საბჭოში:
ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო - გია აბულაძე
ქობულეთი - ელგუჯა ბაგრატიონი
ბათუმი - გიორგი კირთაძე
ცნობისთვის საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება.
ავტორი: ნიუპრესი