ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია - სალომე ზურაბიშვილი
ნათელია, რომ კოალიციური მთავრობა აუცილებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ "კვირის ჟურნალთან" (JDD) ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვას "ამოწურულია თუ არა ღრმა პოლიტიკური კრიზისი საქართველოში", პრეზიდენტმა ასე უპასუხა:
"მომავალი ადგილობრივი არჩევნები ამას გვიჩვენებს. პოლარიზაციის გადალახვა ძალიან რთულია. 9 წლის განმავლობაში სახელისუფლებო უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემდეგ, ნათელია, რომ კოალუციური მთავრობა აუცილებელია. თუმცა, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ შეძლებს ფუნქციონირებას, როდესაც პოზიციები ამდენად ანტაგონისტურია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ სახელწოდებით, "სალომე ზურაბიშვილი: დღეს ჩვენ აღარ ვართ რუსეთის უკანა ეზო" ფრანგულ "კვირის ჟურნალში" (JDD) დაიბეჭდა.
ავტორი: ნიუპრესი