"პოლიტიკურმა პარტიამ" პროგრამების გაცნობა დაიწყო
"პოლიტიკური პარტიებიების" წინასაარჩევნო შეხვედრები პროექტ "პოლიტიკურ პარტიის" ფარგლებში სიმულაციურმა პარტიებმა წინასაარჩევნო კამპანიების განხორცილება დაიწყეს. სიმულაციური თამაშის სამმა პარტიამ ქუთაისის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს და მათ პარტიების საარჩევნო პროგრამები გააცნეს.
სიმულაციურმა ჯგუფი "საქართველოს ლიბერალური პარტიის" წარმომადგენლები საფიჩხიის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდნენ. პარტიის ლიდერი შეხვედრით კმაყოფილია. "დღევანდელ დღეს შევაფასებდი ნაყოფიერად, ვინაიდან დაინტერესდა ადგილობრივი მოსახლეობა ჩვენი საარჩევნი პროგრამით,“-აცხადებს "საქართველოს ლიბერალური პარტიის" ლიდერი თეა თათელიშვილი.
პარტია „ახალი თაობის“ წარმომადგენლებმა კი შეხვედრა თაბუკაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებთან გამართეს. „დღეს პირველი შეხვედრა გვქონდა ამომრჩევლებთან, შედგა ხალხსა და ჩევნს შორის კომიუნიკაცია. პირველი შეხვედრისთვის კმაყოფილები დავრჩით. პროექტის ფარგლებში კიდევ სამი შეხვედრა დაგვრჩა ჩასატარებელი და ვიმედოვნებთ, რომ ხალხსა და ჩვენს შორის ურთიერთობა მიიღებს პერმანენტულ ხასიათს“,-განაცხადა პარტია „ახალი თაობის“ ლიდერმა თორნიკე მიქაბერიძე.
წინასაარჩევნო კამპანიაზე ისაუბრა ქალაქის ცენტარულ სკვერში მოსახლეობასთან პარტიამ "სოციალ-დემოკრატებმა".
„გავაცანით მათ, თუ რატომ არ აქვს ჩვენს პარტიას ალტერნატივა, რომ ჩვენ შეგვიძლია ზუსტად აღვიქვათ ქვეყანაში არსებული პრობლემები, ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც რეალურად არსებობს. ელექტორატი დაინტერსდა ჩვენით. ისინი დაიღალნენ ძველი, დაჟანგული დაპირებებით და ახლის მოლოდინში არიან"',- ამბობს პარტია "სოციალ-დემოკრატების" ლიდერი გიორგი ტეხოვი.
შეხვედრებით კმაყოფილი არის მოსახლეობა. „ დღეს ჩვენს უბანში მობრძანებული იყო ერთერთი სიმულაციური პარტია. პარტიის ლიდერის გამოსვლა ძალიან მოგვეწონა. მათი საარჩევნო პროგრამა ეხებოდა განათლების სისტემასა და სასამართლო სისტემის გაუმჯობებსებას. საინტერესოა მათი ხედვები. იმედს ვიტოვებთ, რომ მათი იდეები განხორციელდება“,- განაცხადა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ.
პროექტის კოორდინატორი გვანცა თოთაძე სიმულაციური თამაშის მთავარ მიზნად საარჩევნო კამპანიის ფარგლებში პროგრამების, პოლიტიკური პარტიებისა და იდეოლოგიის მოსახლეობისთვის გაცნობას ასახელებს, ასევე არჩევნებში ხალხის მოზიდივას და მეტი ხმის დაგროვებას პარლამენტში უმრავლესობით მოხვედრის მიზნით.
,,პროექტი პოლიტიკური პარტიის ფარგლებში სიმულაციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა დაიწყეს საარჩევნო კამპანია, რომლის დროსაც ხვდებიან ამომრჩევლებს. ამ შეხვედრების მიზანია, პროექტის მონაწილეებმა ისწავლონ საარჩევნო კამპანიის დაგეგმვა, ამომრჩევლებთან ურთიერთობა და მათთვის საარჩევნო პროგრამის გაცნობა",-ამბობს პროექტის კოორდინატორი გვანცა თოთაძე.
პროექტს სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი ,,თაობათა დიალოგი პროექტს სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებით ახორციელებს. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას იღებს 6 პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლი. პროექტი 6 თვიანია და მისი მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის არჩევნებთან დაკავშირებული პროცედურების მიმართ ცოდნის ზრდას და ამორჩევლებთან მუშაობის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწას.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი