პრემიერმა მარტვილი–აბაშის ოლქში ოთარ დანელია წარადგინა
"ოთარი გახლავთ ადამიანი, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში წამოიწყო უმნიშვნელოვანესი პროგრამები,-„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აბაშის მოსახლეობას, მარტვილისა და აბაშის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ოთარ დანელია წარუდგინა.
„როდესაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზებზე ვმოძრაობთ, ნებისმიერი შეუიარაღებელი თვალისთვის ჩანს სასათბურე, ახალისამაცივრე მეურნეობები. გაშენებული ხეხილი, რომელიც შედეგებს თანდათან მოიტანს. ამას ყველაფერს მოყვება ახალი საჭიროებაგადამამუშავებელი წარმოებების, რაც თავისთავად გააჩენს სამუშაო ადგილებს. ოთარი ძალიან ბევრს მუშაობს ევროპის ბაზარზე ქართულიპროდუქციის გატანის მიმართულებით და უმნიშვნელოვანესი საკანონმდებლო რეფორმების ინიციატორი გახლავთ. ეს რეფორმები უკვედაიწყო და მომავალშიც განხორციელდება. მე მინდა, რომ მას გზა დავულოცო, წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, იგი იქნებალოკომოტივი არა მხოლოდ აბაშის, არა მხოლოდ მარტვილის, არამედ სამეგრელოსი და მთელი ჩვენი ქვეყნის განვითარების. ის იქნებაერთერთი წამყვანი ძალა ჩვენს გუნდში“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
„დღეს ტელევიზიიდან თავისუფლად ისმის კრიტიკული მოსაზრებები. ხანდახან გულსატკენი და არაობიექტური, მაგრამ ჩვენ ამასვეგუებით, რადგან ადამიანების თავისუფლება არის უზენაესი, რაზეც უნდა დაემყაროს შემდეგი განვითარება, კეთილდღეობა, ეკონომიკურიპროგრესი და ა.შ“,-აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილსა და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის ოთარ დანელიამ მადლობა გადაუხადა.
„დღევანდელი ფორმატიდან გამომდინარე გპირდებით ერთ რამეს- შეუქცევად პროგრესს, რომელსაც ვერავინ ვერასდროს შეაჩერებს.მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არის მთელი რიგი გამოწვევებისა აბაშაში, ჩვენ თითოეულ პრობლემას გავივლით თქვენთან ერთად. ჩვენგვექნება ინტენსიური შეხვედრები მოსახლეობასთან. ჩავალთ უკლებლივ ყველა სოფელში და შევხვდებით ადგილობრივებს, ყველასექტორის წარმომადგენლებს“,-განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.
(R)
ავტორი: ნიუპრესი