ქუთაისის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია მოსახლეობის ჩართულობით მოხდება [R]
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციას გეგმავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საპროექტო სამუშაოები განხორციელდა (NAT180012470) ელექტრონული ტენდერის შესაბამისად, რომელიც შპს "სამართლებრივი ანალიზისა და ექსპერტიზის ცენტრმა" განახორციელა.
თვითმმართველობის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო ობიექტის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მათი მიზანია მაქსიმალურად უზრუნველყონ საზოგადოების ჩართულობა ცენტრალური ბულვარის შემადგენელი ელემენტების დიზაინის შერჩევაში (მაგ. შადრევანი, საფეხმავლო ბილიკების ფილა, ძელსკამი).
"თქვენს წინაშე წარმოდგენილია ბულვარის პროექტის რენდერები და ბულვარის შემადგენელი ელემენტების ალტერნატიული ვარიანტები. ხმის მისაცემად გამოიყენება სასურველი ელემენტებზე (მაგ. შადრევანი, საფეხმავლო ბილიკების ფილა, ძელსკამი) მონიშვნის ფუნქცია.
ყველაზე მეტი ქულის მქონე ელემენტის ასახვა მოხდება ბულვარის პროექტის საბოლოო ვერსიაში, რომლის საფუძველზეც გამოცხადდება სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა.
გთხოვთ აქტიურად ჩაერთოთ განხილვისა და ხმის მიცემის პროცესში, რომელიც დაიწყება დღეიდან და გაგრძელდება მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე"-წერია მერიის განცხადებაში.
ხმის მისაცემად გადადით შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/forms/zeN41BkSkL0vFVrt1
ავტორი: ნიუპრესი